2015-01-15 16:47:21, 610 ნახვა
სამართალი
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა
გურჯაანში, გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ერთმანეთს საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალი მერსედესისა და ვაზ 2106-ის მარკის ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა ვაზ 2106-ის მარკის ავტომობილის სამი მგზავრი.
დაშავებულები გურჯაანის რაიონული საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში არიან მოთავსებული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის, უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან