14:55 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-14 10:03:49, 652 ნახვა

სამართალი
დავით კეზერაშვილს ბრალი დაუმძიმდა

თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს  7 ნოემბრისა და „იმედში“ შეჭრის საქმესთან დაკავშირებით ბრალი დაუმძიმდა.

როგორც კეზერაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დავით კეზერაშვილს უკანონო თანხების ლეგალიზაცია დაემატა ბრალად და ამით ბრალდება დაუმძიმდა.

“ბრალდებას რაც შეეხება, ჩვენ ხელთ გვაქვს  დავით კეზერაშვილის  ბრალდების შესახებ დადგენილება.   აქ არავითარი ახალი მტკიცებულება არ არის, არავითარი ახალი მასალა არ არის.  8 თვის წინ  წარდგენილი ბრალდება  გადააფასეს და თუ  ადრე უფლებამოსილების  გადამეტებას ედავებოდნენ, ახლა უკანონო შემოსავლის  ლეგალიზაციის ბრალდებაც დაუმატეს. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთდ პოლიტიკურ მიზანს, ეს არ არის უკვე სამართლებრივი პროცესი, გასცდა სამართლებრივ პროცესს,  ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური  პროცესი“,-განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ამასთან,  კეზერაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, დილის 10:00 საათზე  გიგი უგულავას ბრალდებას დაუმძიმებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics