2016-09-27 11:53:03, 1052 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს
ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს „უნიჭო მონტაჟს“ უწოდებს.
„ასეთი უნიჭო მონტაჟებით სურს ივანიშვილს თავისი გარდაუვალი დამარცხების თავიდან აცილება? ჩვენი ხალხის გასულელება არ გამოუვა“,-აღნიშნავს სააკაშვილი.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.
ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.
ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან