12:19 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 14:11:55, 1131 ნახვა

კომენტარი
სოზარ სუბარი: პაპუაშვილის განცხადებები იმ სცენარში ჯდებოდა, რაც სააკაშვილის მიერ არის დაწერილი

„განცხადებები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა, პირდაპირ ჯდებოდა იმ სცენარში, რაც არის სააკაშვილის მიერ დაწერილი“, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სუბარი მიიჩნევს, რომ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს არჩევნებამდე საზოგადოებაში დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს.

 „იცის, რომ არჩევნებს აგებს და არასაარჩევნო რაღაც გზებს ეძებს, მაგრამ ყველა მცდელობა ჩაუვარდა წყალში, ეს მორიგი „კარტიც“ აღმოჩნდა ბლეფი, ვერაფერი ვერ გააწყო. ძალიან ცუდია, რომ მოხდა საკონსტიტუციო სამართლოს დისკრედიტაცია და ეს გააკეთა პირველ რიგში მისმა თავჯმდომარემ, მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა. ადამიანები ინსტიტუციების ბედს ვერ განსაზღვრავენ დიდი ხნით. საკონსტიტუციო სასამართლო უნდა იყოს საქართველოს კანონდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარანტი და იქნება კიდეც, როგორც კი იქედან პოლიტიკური მოთამაშეები გავლენ. დღეს იქ სამწუხაროდ პოლიტიკური მოთამაშეები საკმაოდ ბევრნი არიან“, -აღნიშნა სოზარ სუბარმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics