00:08 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-29 13:17:59, 429 ნახვა

საზოგადოება
დევნილებისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის პროექტი დამტკიცდა

მთავრობამ დევნილებისთვის საარსებო წყაროების ხელმისაწვდომობის პროექტი დაამტკიცა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობა ნიშნავს, დევნილებისთვის დახმარებას, რომ მათ ჰქონდეთ არამხოლოდ საცხოვრებელი, არამედ სამუშაო ადგილები, შემოსავლები მათ შორის მცირე გრანტების პროგრამა და ასე შემდეგ. ეს არის 2 წლიანი სამოქმედო გეგმა. გარდა ამისა, დამტკიცდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, ეს არის დევნილთათვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2015-16 წლების სამოქმედო გეგმა, სადაც დეტალურად არის გაწერილი, რა უნდა გაკეთდეს ამ ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა სუბარმა.

სოზარ სუბარის ინფორმაციით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება და 35 ეკომიგრანტს 1 ლარად ის სახლები გადაეცათ, რომლებიც მათ დაკავებული აქვთ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics