|
2015-08-04 18:51:00, 693 ნახვა
სამხედრო
კოჯორში აერომობილური მომზადება მიმდინარეობს
კოჯორში დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის ქვეით ოფიცერთა მომზადების კურსი მიმდინარეობს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 33 მსმენელი დასკვნით საველე სიტუაციურ ამოცანებს ასრულებს. კურსანტები ამჯერად აერომობილურ მომზადებას გადიან. მომავალი ოცეულის მეთაურები ვერტმფრენში ჩასხდომას, დესანტირებას, დაშავებულის ევაკუაციას და სხვა დავალებებს ასრულებენ. საველე წვრთნები 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მსმენელები სხვადასხვა ტაქტიკურ, საინჟინრო და ტოპოგრაფიულ ამოცანებს შეასრულებენ. კურსანტების მზადყოფნა აკადემიის ინსტრუქტორების მიერ საბრძოლო მომზადების დაგეგმვისა და შეფასების პროგრამის მიხედვით მოწმდება. ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელებს უკვე გავლილი აქვთ უმცროს ოფიცერთა მომზადების 6-თვიანი საკანდიდატო კურსი. ქვეით ოფიცერთა მომზადება 2 თებერვალს დაიწყო და 20 აგვისტოს დასრულდება. კურსის გავლის შემდეგ ახალგაზრდა ოფიცრები სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)