2020-01-13 10:39:57, 12359 ნახვა
Lifestyle
ელისაბედ მეორე პრინც ჰარისთან პირისპირ ისაუბრებს
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე პრინც ჰარისთან პირისპირ ისაუბრებს. დედოფალი სამეფო ოჯახის მაღალი რანგის წევრებს შეკრებს, რათა განიხილოს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას მომავალი როლი სამეფო ოჯახში. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
შეხვედრა ორშაბათს, 13 დეკემბერს სანდიგრემის სასახლეში გაიმართება. მას პრინცი ჰარი და პრინცი უილიამი, ასევე მათი მამა, პრინცი ჩარლზი დაესწრება. რაც შეეხება სასექსის ჰერცოგინიას, მეგან მარკლი შეხვედრაზე სატელეფონო ზარის საშუალებით, კანადიდან ჩაერთვება.
აღნიშნული შეხვედრის დანიშვნის გადაწყვეტილება დედოფალმა მას შემდეგ მიიღო, რაც პრინცმა ჰარიმ, მეუღლე მეგანთან ერთად, უარი თქვა ისარგებლოს სამეფო მაღალი რანგის სტატუსით.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან