16:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-26 16:02:57, 915 ნახვა

კომენტარი
ხიდაშელი: ასეთი მასშტაბის ღონისძიებები საქართველოს სტაბილურობასა და ინფრასტრუქტურულ მზაობას ადასტურებს

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ის ოფიციალურ გახსნამდე რამდენიმე საათია დარჩენილი.

თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველო სტაბილური ქვეყანაა, რომელსაც აქვს შესაძლებლობა,  მსგავსი მასშტაბის ღონისძიებებს უმასპინძლოს.

"ნებისმიერი საეთაშორისო მასშტაბის ღონისძიება მნიშვნელოვანია ჩვენი ქეყნისთვის, მისი პოპულარიზაციისთვის,  იმის დასტურად, რომ საქართველო  სტაბილური ქვეყანა არის,  სადაც შეიძლება, რომ ნებისმიერი რანგის და მასშტაბის ღონისძიება გამართო.ეს ადასტურებს  ქვეყნის ინფრასტრუქტურულ მზაობას იმის პარალელურად, რომ ქვეყანა არის სტაბილური",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „Tbilisi 2015”-ი დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ფესტივალი „Tbilisi 2015”-ი 20:00 საათზე გაიხსნება.

 გახსნის ცერემონია ლოკომოტივის სტადიონზე გაიმართება.

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგრამაში სპორტის ცხრა სახეობაა – ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი.
თბილისში კონტინენტის 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს.

 საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ვაკის პარკში  დამონტაჟდება მონიტორი, რომლის საშუალებითაც მსურველები პირდაპირ ეთერში შეძლებენ,  გახსნის ცერემონიას თვალი ადევნონ. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics