2016-06-21 18:15:35, 3491 ნახვა
კულტურა
ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, მხატვრის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნება
წელს, ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლის - ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილე აღინიშნება.
ამ თარიღთან დაკაშირებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, ლადო გუდიაშვილის ფონდი 4 საიუბილო გამოფენას უწევს ორგანიზებას.
22 ივნისს, 20:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზში, მხატვრის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი რიგით მეორე გამოფენა გაიხსნება, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ 1930-50 წლებში შესრულებული ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან