2015-02-20 11:37:38, 904 ნახვა
მსოფლიო
რუსეთმა დონბასში მორიგი ჰუმანიტარული კოლონა გაგზავნა
დონბასში რუსეთმა მორიგი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული კოლონდა გაგზავნა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
კრიზისული და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსის მოადგილე ოლეგ ვორონოვის განცხადებით, ჰუმანიტარულ დახმარების კოლონა 30 ავტომობილისგან შედგება, რომლებსაც 200 ტონაზე მეტი ტვირთი გადააქვთ.
მისივე ინფორმაციით, კოლონა დებალცევოსა და სხვა რეგიონებს დაეხმარება. უფრო კონკრეტულად კი, 15 სატვირთო დონეცკის, ხოლო 15 ლუგანსკის რეგიონში ჩავა.
ჰუმანიტარული დახმარება საკვები პროდუქტებისგან, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების ნივთებისგან შედგება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან