2015-02-20 11:33:35, 997 ნახვა
მსოფლიო
მაიდნის ტრაგედიიდან ერთი წელი შესრულდა
დღეს მაიდნის ტრაგედიიდან ერთი წელი შესრულდა.
კიევში ადგილობრივი დროით 19:00 საათისთვის ევრომაიდანზე შეკრებილებს პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიმართავს და დაღუპული დემონსტრანტების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებს.
მანამდე, 18:00 საათზე კიევის ყველა მოქმედ ტაძარში გარდაცვლილების სულის მოსახსენიებელი წირვა-ლოცვა ჩატარდება.
დაგეგმილი ღონისძიებების კულმინაცია საღამოს ინსტალაცია იქნება, როდესაც გარდაცვლილების სახელზე მაიდანზე სანთლები დაინთება.
მაიდნის ტრაგედიას 100 დემოსტრანტი და 20 პოლიციელი ემსხვერპლა. ევრომაიდანზე, სადაც მოსახლეობა დაღუპულებს პატივს მიაგებს, უკვე რამდენიმე დღეა ხალხის ნაკადი არ წყდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან