2025-11-25 10:32:48, 1745 ნახვა
სამართალი
შსს: გორში კაცმა კაცი დაჭრა და ადგილიდან მიიმალა, ის დავაკავეთ
შსს-ს ცნობით, გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2005 წელს დაბადებული გ.ჯ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
შსს-ს თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მუცლის არეში დაზიანება მიაყენა - 1997 წელს დაბადებულ ო.კ-ს. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,