|
2025-11-06 11:19:51, 657 ნახვა
სამართალი
შშმ პირს მოწყალების თხოვნას აიძულებდა, ის რამდენჯერმე გააუპატიურა" - დაკავებულია 1 კაცი
სამართალდამცველებმა წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ მუქარის, ადამიანით ვაჭრობის და გაუპატიურების ბრალდებით 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.კ. დააკავეს. მას 9-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დ.ს.-ს ფიზიკური ძალადობის მუქარით აიძულებდა ქუჩებში მოწყალება ეთხოვა და ამ გზით გამომუშავებული თანხა მისთვის მიეტანა. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობის გამოყენებით დ.ს.-ს ნების საწინააღმდეგოდ მასთან რამდენჯერმე დაამყარა სქესობრივი კავშირი. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ვ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)