20:08 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-05 11:06:34, 1483 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ქართულმა მუსიკალურმა მემკვიდრეობამ“ Kung Fu Junkie-ის ალბომი ფირფიტაზე გამოსცა

4 სექტემბერს, Mutant Radio-ს სივრცეში ქართული მუსიკალური ბენდის, Kung Fu Junkie-ის ფირფიტის პრეზენტაცია გაიმართა. ფირფიტა პროექტ „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის“ ფარგლებში, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამოიცა.

ალბომი სახელად „Dance or Die: Undersky Gnostic Pop“, 2 ფირფიტისგან შედგება და ბენდის 2007-2016 წლებში შექმნილ კომპოზიციებს აერთიანებს.

Kung Fu Junkie მუსიკალური კოლექტივი იყო, რომელიც წლების განმავლობაში მნიშვნელოვან კულტურულ ფენომენად იქცა. ჩაფიქრებული როგორც პერფორმანს-პროექტი, თავდაპირველად Kung Fu Junkie აერთიანებდა ანდერგრაუნდ თეატრს, არაკომერციულ გართობასა და ცეკვას.

კოლექტივი ექსპერიმენტებს პოპზე ორიენტირებულ ჩარჩოში სხვადასხვა ჟანრებსა და ჟღერადობებში აკეთებდა. სიმღერების ძირითადი ენა ინგლისური იყო - ისეთი ინგლისური, როგორიც პოსტსაბჭოთა სკოლებში შეგეძლო გესწავლა: მძიმე ქართულ აქცენტითა და მარტივი ლექსიკონით.

მუსიკის მიღმა, კოლექტივი აქტიურად იყო ჩართული არტ-პრაქტიკებსა და სოციალურ აქტივიზმში, ხშირად აწყობდა კონცერტებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობის მხარდასაჭერად.

2016 წელს ჯგუფის კომპოზიტორის, თანადამფუძნებლისა და მუდმივი წევრის გრინჩის გარდაცვალების შემდეგ, კოლექტივმა ჩანაწერები და პერფორმანსები დაასრულა.

საქართველოს ბანკი, საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების, კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით, ინიციატივების განხორციელებას კვლავ განაგრძობს. სწორედ ამიტომ, „ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით უკვე გამოიცა ირაკლი ჩარკვიანის, მწვანე ოთახის და ნიკაკოის ფირფიტები, რომლებიც ქართული მუსიკალური სცენის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილად იქცნენ.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics