20:23 - 11 Apr, 2026
|
2025-05-20 09:27:22, 1476 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის სუმის რეგიონის ადმინისტრაცია - სუმის ოლქიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული
უკრაინის სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან 52 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, - ამის შესახებ საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ გრიგოროვმა Suspilne-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სუმის ოლქის 202 დასახლებული პუნქტიდან ევაკუაციას, საერთო ჯამში, 86 000-ზე მეტი მცხოვრები ექვემდებარება. მათგან ევაკუირებულია 60%-ზე მეტი - 52 000-ზე მეტი. ამასთან, გრიგოროვის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში დაახლოებით 2 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გარდა ამისა, მისი თქმით ამჟამად რეგიონში 21 000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 10 000-ზე მეტი კი - გაზის გარეშე. გრიგოროვის ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში სუმის ოლქში მტრის თავდასხმებს 13 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)