2015-02-16 18:37:11, 981 ნახვა
მსოფლიო
საქართველოს ხვალ ვიქტორია ნულანდი ეწვევა
საქართველოს ხვალ რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვიქტორია ნულანდი ეწვევა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ნულანდი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებთან, საქართველოს პრეზიდენტთან, ასევე, ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან გამართავს.
უწყების ინფორმაციით, ოფიციალურ შეხვედრებზე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები, ქვეყანაში და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, ასევე საქართველოს ძალისხმევა დაიცვას თავისი ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი იქნება განხილული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან