|
2024-07-03 14:36:00, 888 ნახვა
რეგიონი
ბესიკ ამირანაშვილი აბიტურიენტებს - გისურვებთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სწავლის სასურველ უნივერსიტეტში გაგრძელებას
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება და აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს. მისი თქმით, ახალციხეში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, ისევე როგორც სხვა 11 ქალაქში, ყველა პირობაა შექმნილი, რათა აბიტურიენტებმა მშვიდ და შესაბამის გარემოში შეძლონ გამოცდების ჩაბარება. "დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო ცენტრები 12 ქალაქშია გახსნილი. მათ შორის, ახალციხეშიც, სადაც შესაბამისი პირობებია შექმნილი, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა მშვიდ გარემოში შეძლონ საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა. მინდა თითოეულ აბიტურიენტს, განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთის ახალგაზრდებს, ვუსურვო გამოცდების წარმატებით ჩაბარება და სწავლის სასურველ უნივერსიტეტში გაგრძელება. მჯერა, თქვენი სურვილები, სულ მალე რეალობად იქცევა და თქვენი ცოდნით, შრომისმოყვარეობითა და პატრიოტიზმით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ქვეყნის განვითარების გზაზე", - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა, რომლის კომენტარსაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყოб 26 ივლისს კიб ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საქართველოს მასშტაბით, 12 ქალაქში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი, რომელიც 47 000-ზე მეტ აბიტურიენტს მიიღებს.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)