|
2022-12-11 13:00:37, 2142 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს ამერიკელმა კოლეგებმა გამოცდილება გაუზიარეს
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ესტუმრნენ. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ამერიკული დელეგაციის წარმომადგენლებმა ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარეს. "მათ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებს აშშ-ის არმიაში არსებული სიახლეები გააცნეს. ტრენინგის თემები მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა: მხილების ფუნქცია და მამხილებლის დაცვა აშშ-ის არმიაში; გენერალური ინსპექციის როლი საომარი მოქმედებების დროს, სოციალური დაცვის საკითხებში, ასევე, გენდერული და მგრძნობიარე საკითხების გადაწყვეტაში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ჯორჯიის შტატის გვარდიის გენერალურ ინსპექციასთან მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად", - ნათქვამია თავდაცვის უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)