13:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 17:49:15, 935 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობა სტიქიით და ხანძრით დაზარალებულ 11 ოჯახს დაეხმარება

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომაზე დღის  წესრიგით გათვალისწინებული 12 საკითხი განიხილეს, რომლებიც მეწყრის და ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ფინანსურ დახმარებას და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ეხებოდა.

კერძოდ, კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქ. ბათუმის მერიისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ წარმოდგენილი მეწყერის შედეგად დაზარალებული 6 ეკომიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების და შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გამგეობების მიერ ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფის თაობაზე. 11 ოჯახთან დაკავშირებით კომისიამ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება, 2 ოჯახთან დაკავშირებით შესაბამის მუნიციპალიტეტებს ეთხოვა მომდევნო სხდომაზე  წარმოადგინონ დაზუსტებული ინფორმაცია.

აღნიშნული 11 ოჯახიდან 4 ოჯახი (ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებიდან) ბინებით დაკმაყოფილდება ქ. ბათუმში მდებარე თამარის დასახლებაში არსებულ სოციალურ სახლში,  ხოლო ხანძრის შედეგად დაზარალებულ 6 ოჯახს გაეწევა ფინანსური დახმარება.

აღნიშნულ ოჯახებთან დაკავშირებით კომისიის მიერ მიღებული სარეკომენდაციო გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეგზავნება მთავრობის თავმჯდომარეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics