2015-07-28 18:32:48, 1519 ნახვა
რეგიონი
ფოთის კულტურის სამსახურს მუსიკალური აპარატურა გადაეცა
ფოთში კულტურული ღონისძიებების ეფექტურად ჩატარების მიზნით, მუნიციპალიტეტმა შეიძინა და კულტურის სამსახურს გადასცა ახალი, 12 კილოვატიანი, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ამერიკული "ელექტროვოისის" და ინგლისური "ალენდ ჰიჩის" წარმოების მუსიკალური აპარატურა, ხმის გამაძლიერებელით, დინამიკებით, ხმისა და დიჯეის მიქშერებით,მიკროფონებით.
ახალი მუსიკალური აპარატის ტესტირების პროცესს ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია და განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი დაესწრნენ.
ახალი მუსიკალური აპარატურით ფოთელი ახალგაზრდებისათვის უახლოეს დღეებში ცენტრალურ პარკში კულტურული ღონისძიებები გაიმართება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან