2015-01-17 16:14:48, 799 ნახვა
სამართალი
ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლის დაზიანების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
9 აპრილის ბაღში, მსახიობის ძეგლის კვარცხლბეკზე გაკეთებული წარწერა - "ოთარ მეღვინეთუხუცესი" მთლიანად არის მოგლეჯილი.
აპრილის ბაღში მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ძეგლი გუშინ გაიხსნა. ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები, კულტურის მინისტრი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მომღერლები და მსახიობები ესწრებოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან