15:21 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-01 12:47:29, 1091 ნახვა

კომენტარი
კახაბერ ოქრიაშვილი ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „უპარტიო, მაჟორიტარი დეპუტატების“ თავჯდომარე კახაბერ ოქრიაშვილი  ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს ეხმაურება.

ოქრიაშვილის განცხადებით, წერილში  მოცემულ ძირითად გზავნილებს ეთანხმება, თუმცა უჩნდება კითხვა-ვინ და როგორ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი. დეპუტატის  თქმით, ქვეყნის წინსვლას ძლიერი და ადექვატური კადრები სჭირდება , თუმცა სახელმწიფო სამსახურებში და ბიზნესშიც  ასეთი კადრების სიმწირეა:

"ყურადღებით გავეცანი ამ წერილს, რომელიც თავისთავად უკვე მნიშვნელოვანი დოკუმენტია. ვიზიარებ და ვეთანხმები მასში მოცემულ ძირითად გზავნილებს. ვთვლი, რომ 2021 და 2030 წლებისთვის მოყვანილი ეკონომიკის საპროგნოზო მაჩვენებლების მიღწევა სრულიად რეალური და შესაძლებელია. კითხვა სხვაგვარად დგას: ვინ, ვისთან ერთად და როგორ უნდა გააკეთოს ეს ყველაფერი? რადგან ქვეყნის წინსვლას ძლიერი და ადექვატური კადრები სჭირდება სახელმწიფო მმართველობის ყველა დონეზე. გადასახალისებელია პარლამენტი, აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა შტო მუნიციპალიტეტების ჩათვლით.საქართველოს სამწუხარო რეალობაა, რომ სახელმწიფო სამსახურებში და ბიზნესშიც არის კვალიფიციური და მაღალი ქმედუნარიანობის მქონე კადრების სიმწირე. ეს პრობლემა ჰქონდა წინა ხელისუფლებას, აქვს ამჟამინდელსაც და ესფაქტორი გამოწვევად რჩება მომავალი მთავრობისთვისაც.დღეს მთავარი ბრძოლის ხაზი ქვეყნისა და ერისათვის გადის ეკონომიკაზე, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე გლობალური მასშტაბით. ამიტომ დიდი ყურადღებით ველოდები წერილის სექტემბერში დაანონსებულ გაგრძელებას, რომელშიც, იმედი მაქვს, ვიხილავ უკვე გაჟღერებული ხედვების დეტალიზაციას და განვრცობას, პირველ რიგში საკადრო და ეკონომიკური კუთხით",-აღნიშნავს კახაბერ ოქრიაშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტია ყაველაშვილს მაღაროელების შეწყალებაზე მიმართავს
თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა
საქართველოში 15-17 აპრილს შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლით მიწოდების აკრძალვა ძალაში რჩება, რეგულაცია პირველი ივლისიდან ამოქმედდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics