|
2026-03-19 22:01:22, 2468 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მ ბელორუსის ფინასთა სამინისტროს და ორ ბანს სანქციები მოუხსნა, სამაგიეროდ ლუკაშენკომ 250 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა
შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა ბელორუსის ფინანსთა სამინისტროს, ორი ბელორუსული ბანკისა და კალიუმის სასუქების მწარმოებელი „ბელარუსკალის“ წინააღმდეგ სანქციების მოხსნის შესახებ. ამის შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა. „შეერთებული შტატები ხსნის სანქციებს „ბელინვესტბანკის“, განვითარების ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ. შეერთებულმა შტატებმა ასევე გადაწყვიტა ორი ბელორუსული კომპანიის - „ბელარუსული კალიუმის კომპანიის“ და „ბელარუსკალის“ - ყველა სანქციის სიიდან ამოღება“, - თქვა მან (ციტირებულია BelTA-ს მიერ). სანქციების დღის წესრიგის გარდა, მხარეებმა განიხილეს ლუკაშენკოს შესაძლო ვიზიტი შეერთებულ შტატებში მშვიდობის საბჭოს შეხვედრებზე დასასწრებად. კოულმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რეგულარულად დადებითად საუბრობს თავის ბელორუსელ კოლეგაზე და მას „ძალიან კარგ მეგობარს და პატივცემულ მსოფლიო ლიდერს“ უწოდებს. მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება ახლო აღმოსავლეთში არსებულმა ვითარებამ მიიპყრო. კოულის თქმით, ლუკაშენკოს აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით „ძალიან ღირებულია“ ვაშინგტონისთვის, რადგან ის განსხვავდება დასავლეთში გავრცელებული შეფასებებისგან. ლუკაშენკომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან „გარკვეული შეცდომების“ მიუხედავად, ის კვლავ ტრამპის მხარდამჭერი რჩება. 19 მარტს ლუკაშენკომ ასევე შეიწყალა 250 პოლიტპატიმარი. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია „ვიასნას“ ცნობით, გათავისუფლებულთაგან 15 დეპორტირებული იქნა, ხოლო 235 ბელორუსში დარჩება. ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იგი ჰუმანიზმის პრინციპით ხელმძღვანელობდა და გაითვალისწინა პატიმრების ნათესავების მოთხოვნები, ასევე გენერალური პროკურორის ხელმძღვანელობით შექმნილი სპეციალური კომისიის მოსაზრება. 2025 წლის თებერვალში, გაზეთმა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ შეერთებულ შტატებსა და ბელორუსს შეეძლოთ „დიდი გარიგების“ დადება: მინსკი გაათავისუფლებდა „მრავალ“ პოლიტპატიმარს, მათ შორის ოპოზიციის ცნობილ ფიგურებს, ვაშინგტონის მიერ ბელორუსული ბანკებისა და კალიუმის მწარმოებლების წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ.
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)