22:41 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-09-23 16:21:12, 1094 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მობილბანკში ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებასა და რეგიონებში სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს.  სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკს კიდევ ერთი სიახლე დაემატა – აპლიკაციაში ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა უკვე შესაძლებელია.

სასაჩუქრე ბარათის გაგზავნა მობილბანკიდან მომენტალურადაა შესაძლებელი და ამისათვის მხოლოდ ადრესატის მობილურის ნომრის მითითებაა საჭირო. მომხმარებელს ასევე აქვს შესაძლებლობა, პერსონალურად შეარჩიონ ბარათის დიზაინი და დაამატონ მისალოცი ტექსტი, რითაც კიდევ უფრო განსაკუთრებული გახადონ საჩუქარი. 

აღსანიშნავია რომ ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია ზუგდიდი მოლში მდებარე ყველა ობიექტში. 

„მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების არჩევანი იზრდება. ჩვენი მიზანია, მომხმარებლებს სწრაფი, მარტივი და მრავალფეროვანი ციფრული სერვისები და პროდუქტები შევთავაზოთ. „ზუგდიდი მოლი“-ს ციფრული ბარათის ინტეგრაციით, მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ, საყვარელ ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და რეგიონში კიდევ არაერთ შესაძლებლობას გავუზიარებთ ჩვენს მომხმარებლებს“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ბარათის დამატება  ციფრულ საფულეშია (Wallet) შესაძლებელი. მომხმარებელი ბარათის გაგზავნას ნებისმიერ ადამიანთან შეძლებს, იმის მიუხედავად, სარგებლობს თუ არა იგი საქართველოს ბანკის მობილბანკით.

გადმოწერე მობილბანკი და გააგზავნე ზუგდიდი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათები მარტივად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics