21:58 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 13:08:07, 1382 ნახვა

სამხედრო
ქართველმა სამხედროებმა სამმხრივ სწავლება ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა ETERNITY 2023-ში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამეთაურო-საშტაბო სწავლება საველე წვრთნებით ბაქოში ჩატარდა და მასში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სამხედრო მოსამსახურეებმა, ასევე საქართველოს შსს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. 

"სწავლება მიზნად ისახავს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების (ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი), ასევე რეგიონის ეკონომიკური  პროექტების დაცვას.

სწავლება სამი ქვეყნის სამხედროებს შორის კოორდინაციას, გამოცდილების გაზიარებას, ასევე ერთიანი სამოქმედო გეგმის შექმნასა და ნატოს დაგეგმარების პროცესის მიხედვით აღსრულებას გულისხმობს. 

სამმხრივი სამეთაურო-საშტაბო სწავლება ქვეყნების მონაცვლეობის პრინციპით 2000 წლიდან იმართება. წელს ETERNITY 2023-ს აზერბაიჯანის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის სამხედრო მართვის ინსტიტუტის საომარი თამაშების ცენტრმა უმასპინძლა",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics