23:38 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-01 11:57:56, 1587 ნახვა

სამხედრო
ჯუანშერ ბურჭულაძე - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით ვაზიანში გამართულ ღონისძიებაზე ქართული ჯარის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ მიზნით უწყებაში ხარჯები უკვე გაიზარდა.

"გაზრდილი რესურსებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად შევასრულებთ, პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების 10-წლიან გეგმას. ჩვენი მიზანია გავაძლიეროთ და თანამედროვედ აღვჭურვოთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო საშუალებები. ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შევქმნათ სამხედრო მოსამსახურეებისათვის ყველა პირობა, რათა მათ იმსახურონ თანამედროვე, ნატოს სტანდარტების პირობებში. მათი დაფასების კუთხით,  ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია მახათას მთაზე დასრულებული საბინაო მშენებლობა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა.  პრემიერ-მინისტრის მიერ დამკვიდრებული მიდგომა - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია. ჩვენ ასევე თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალი კოდექსითაც იქნება გათვალისწინებული",- განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ. 

თავდაცვის მინისტრმა  "თავდაცვის კოდექსზეც" გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უწყება ქმნის სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე მორგებულ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურს, რის შედეგადაც ასევე  ჩამოყალიბდება   ძლიერი რეზერვი და განმტკიცდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართული ჯარის განვითარებისა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ნატოს, მის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით  მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics