14:54 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-11 10:15:34, 14062 ნახვა

კულტურა
წყნეთის ამფითეატრში გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

წყნეთის ღია ამფითეატრში ლეგენდარული კომპოზიტორის, გია ყანჩელის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია დაესწრო.

მუსიკალურ საღამოზე კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ცნობილი მელოდიები შესრულდა. მსმენელის წინაშე ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები წარსდგნენ. კონცერტის დასასრულს კი გია ყანჩელის რამდენიმე ნაწარმოები ბექა გოჩიაშვილმა შეასრულა.

პროექტი „გაითავისე ცა და ისუნთქე...“ კონცეპტArt-ის პროექტია, რომელიც თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ხელოვანთა გაერთიანება წყნეთის ამფითეატრ „უღრან ტყეში“ აქციას 17 ივლისიდან ატარებდა. პროექტი ათი საღამოსგან შედგებოდა და სხვადასხვა თაობისა და ჟანრის მუსიკოსებს აერთიანებდა: პაპუნა შარიქაძე & მეგობრები, აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი პიანისტ გიორგი გიგაშვილთან და ერეკლე დეისაძესთან ერთად.

გაიმართა კომპოზიტორ ზვიად ბოლქვაძის საავტორო საღამოც, რომლის სპეციალური სტუმრები ლიზი რამიშვილი და რატი ამაღლობელი იყვნენ. მრავალი საერთაშორისო გრან-პრის მფლობელმა პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა „უღრან ტყეში“ მუსორგსკის „სურათები გამოფენიდან“ შეასრულა. ასევე, გაიმართა ოპერა-გალა ცნობილი ტენორის, ოთარ ჯორკიას, მარიამ როინიშვილის, მარიამ ნაჭყებიასა და ნუცა ზაქაიძის მონაწილეობით.

პროექტის ფარგლებში, საფესტივალო სცენაზე ახალი თაობის ვირტუოზები - გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე და სანდრო გეგეჭკორი უკრავდნენ, ხოლო 9 და 10 აგვისტოს მუსიკალური საღამოების სერია ლეგენდარული გია ყანჩელის 85 იუბილესადმი მიძღვნილი კინოჩვენებითა და კონცერტით დასრულდა.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics