02:39 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 12:35:47, 552 ნახვა

პოლიტიკა
დიმიტრი სანაკოევი: ე.წ. ხელშეკრულება არა მარტო აქ, არამედ ევროპასა და გაეროშიც უნდა განიხილონ

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან  ე.წ.  ხელშეკრულებასთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება.

გიორგი მარგველაშვილი ამწუთებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს ხვდება. 

როგორც სანაკოევმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები და ე.წ. ხელშეკრულება არა მარტო საქართველოში, არამედ  ევროპასა და გაერო-შიც  განიხილონ.

"ჩვენ დღეს ვმართავთ პრეზიდენტთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოვამზადოთ წინადადებები იმასთნან დაკავშირებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით და ისინი რეკომენდაციის სახით მივაწოდოთ მთავრობას და თავად პრეზიდენტს. ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები და ე.წ. ხელშეკრულება არა მარტო აქ,  ჩვენთან, არამედ  ევროპასა და გაეროშიც უნდა  განიხლონ",-განაცხადა დიმიტრი სანაკოევმა.

შეხვედრაში ვახტანგ ყოლბაიასა და დიმიტრი სანაკოევის გარდა,  შემდეგი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ:  "კავკასიური დიალოგი", სამართლებრივი დაცვის ინსტიტუტი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი, "კავკასიური სახლი", სახალხო დამცველის ოფისი, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ინსტიტუტი, ერგნეთის ცენტრი, გორის საინფორმაციო ცენტრი, "თანხმობა" 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics