2015-03-31 12:51:16, 330 ნახვა
საზოგადოება
2014 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა (9 119) წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლს 12,7%-ით აღემატება
2014 წელს რეგისტრირებული ქორწინებების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 9,1 პროცენტით შემცირდა და 31 526 შეადგინა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
რაც შეეხება განქორწინებას, მათივე ცნობით, 2014 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 9 119 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 12,7 პროცენტით აღემატება.
2014 წელს 2013 წელთან შედარებით 27,5 პროცენტით გაიზარდა განქორწინებათა რიცხვი 0-10 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებებში. განქორწინებათა საერთო რაოდენობაში 1 წლამდე ხანგრძლივობის ქორწინებების წილი ყველაზე მაღალია (7,7 პროცენტი).
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან