2016-09-13 15:40:10, 671 ნახვა
სხვადასხვა
არგენტინელმა მეცნიერებმა 30-ტონიანი მეტეორიტი აღმოაჩინეს
არგენტინელმა მეცნიერებმა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ელ-ჩაკოს პროვინციაში 30-ტონიანი მეტეორიტი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
არგენტინის აღნიშნულ რეგიონს, სადაც მეტეორიტი აღმოაჩინეს, ადგილობრივი მოსახლეობა “ციურ ველს” უწოდებს.
ასტრონომების ცნობით, ამ ტერიტორიაზე დაახლოებით 4 ათასი წლის წინ მეტეორიტული წვიმა წამოვიდა.
ელ-ჩაკოს პროვინციაში მეტეორიტები ჯერ კიდევ 1576 წელს ესპანელმა კოლონიზატორებმა აღმიაჩინეს.
ცნობისთვის, მსოფლიოში აღმოჩენილი ყველაზე დიდი მეტეორიტი ნამიბიაშია ნაპოვნი. ის 66 ტონას იწონის.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან