13:29 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-07 18:32:10, 397 ნახვა

საზოგადოება
თემაზე „ეკომიგრაცია აჭარაში - გამოწვევები და გადაჭრის გზები“ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ,  ბათუმში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან საკოორდინაციო შეხვედრა გამართეს.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“  ლტოლვილთა და განსახლების  სამინისტროდან აცნობეს.

 უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა,  მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N779 ბრძანებით დამტკიცებული, სტიქიის შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების შერჩევისა და განსახლების კრიტერიუმების ადგილობრივი თვითმმართველობისთვის გაცნობა, რათა მათი დახმარებით მოხდეს სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება დაზარალებული მოსახლეობისათვის.
განიხილეს ახალი რეგულაციები სტიქიით დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განაცხადების მიღების, შეფასებისა და შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებით.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ასეთი შეხვედრების  მიზანი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კორდინირებული მუშაობის ხელშეწყობაა და ეს თანამშრომლობა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე დაესწრნენ.
ღონისძიება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის  ფარგლებში - ეკომიგრაცია: “დიალოგი და თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში” გაიმართა.  შეხვედრის  თემა „ეკომიგრაცია აჭარაში - გამოწვევები და გადაჭრის გზები“ იყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics