14:30 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-17 17:36:57, 793 ნახვა

სხვადასხვა
ხვალ საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითრებისთვის“ გაიმართება

ხვალ,  10:30 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, გამართავს პირველ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას, თემაზე „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“.  

შეხვედრას გახსნიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 200-მდე უცხოელი და ქართველი დელეგატი სახელმწიფო უწყებებიდან, ასევე ბიზნეს სექტორის მაღალი რგოლის მენეჯერები, სამოქალაქო სექტორის და საერთაშიროსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. განიხილება გზები თუ როგორ შეიძლება ადამიანური კაპიტალის განვითარება და პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებით, რათა ერთობრივი ძალისხმევით მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics