03:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-25 10:09:18, 633 ნახვა

სხვადასხვა
შს მინისტრი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში შვედეთის ელჩს მარტინა ქვიკს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს და შვედეთს შორის არსებული და დაგეგმილი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შს მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს და შვედეთის  სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, ორმხრივი კონტაქტების, ხელშეკრულებებისა და ინტერპოლის მეშვეობით.

გიორგი მღებრიშვილმა და მარტინა ქვიკმა საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას.
მარტინა ქვიკმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შვედეთის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics