14:41 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-14 15:57:23, 1722 ნახვა

Lifestyle
ნათია ფანჯიკიძე ივანიშვილს: ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც მზად ვარ მოვკვდე

„ძვირფასო ბატონო ბიძინა, მე ვიყავი პირველი მსხვერპლი, ვისაც მოახსენეთ, რომ ის ქალი ვარ, რომლის ქმარსაც ყველა აინტერესებს, ჩემს გარდა და ყოველი ქვეყნიდან გასვლისას სხვა ქალებს დაატარებს საზღვარგარეთ“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას მეუღლე, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს.

„ძვირფასო ბატონო ბიძინა, მე ვიყავი პირველი მსხვერპლი, ვისაც მოახსენეთ, რომ ის ქალი ვარ, რომლის ქმარსაც ყველა აინტერესებს, ჩემს გარდა და ყოველი ქვეყნიდან გასვლისას სხვა ქალებს დაატარებს საზღვარგარეთ. არ დააყოვნა თქვენი პარტნიორი ნაციონალების აქტივობამაც და წვრილმანი დეტალების საქმის კურსში ჩამაყენეს ვინ, სად, როდის, რა აჩუქა, რას დაპირდა... მიხარია თქვენი ერთსულოვნება. საერთოდ მიყვარს, როცა ადამიანების კარგ ურთიერთობას ვხედავ, მითუმეტეს, სულიერად მსგავსის.

დიდხანს, მე ვიყავი ის, ვისაც ყველაზე მეტად არ უნდოდა ირაკლის პოლიტიკაში ყოფნა. არც არაფერში ვეხმარებოდი. მეუცნაურა კიდეც, რომ ამდენად აფასებდით ჩემს როლს და ჩემი ოჯახის დანგრევა ირაკლის შესუსტებად მიგაჩნდათ. ვერ გაითვალისწინეთ ერთი რამ, არათუ გაუცხოებული, არათუ გაბრაზებული, გულნატკენი... რა სასაცილოა, სხვადასხვა ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, ასი ახალი ცოლი რომ მოიყვანოს, ირაკლი არის ის ადამიანი, ვის გამოც ყოველ წამს ვარ და ვიქნები მზად, თვალისდაუხამხამებლად მოვკვდე, რადგან ვთვლი, რომ მისი მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან და მას ძალიან ბევრი, ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმე აქვს გასაკეთებელი.

ჩვენ ორს შორის პირველი მე ვკვდები. ეს ჩემი გადაწყვეტილებაა იმ დღიდან, რა დღესაც მე ის გავიცანი.

მე დავეხმარები ირაკლის ცოცხალიც და დავეხმარები მკვდარიც, რომ ეს ქვეყანა გაიყვანოს სინათლეში“, - წერს ნათია ფანჯიკიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics