22:20 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-18 17:27:12, 460 ნახვა

რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტის მერია - 18 მაისი ეროვნული სამოსის დღეა

კასპის მუნიციპალიტეტში ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, ეროვნულ სამოსში გამოწყობილმა მოცეკვავეებმა მსვლელობა ქალაქის ცენტრალურ, მერაბ კოსტავას  სახელობის ქუჩიდან დაიწყო და გიორგი სააკაძის სახელობის სკვერში დაასრულა.

„მსვლელობაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლები:„რკონი“, „დიდგორი“, „ქართლი“ და „იმედი“, რომლებიც შემდეგ სოფელ სასირეთში გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელ-მუზეუმში მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას შეუერთდნენ.

ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს დაწესდა, რომლის მიზანი ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანაა”, - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics