00:43 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-29 17:04:37, 1376 ნახვა

საზოგადოება
ადგილობრივი ტურისტების საშუალო თვიური რაოდენობა 4.2%-ით შემცირდა

2025 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 692.5 ათასით განისაზღვრა, რაც 4.2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ განახლებული სტატისტიკა საქსტატმა გამოაქვეყნა.

ამასთან, მონაცემების მიხედვით, ჯამურად, მეორე კვარტალში ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 367.3 ათასით განისაზღვრა, მათ მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 1.1% შემცირდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და 1 681.1 ათასი შეადგინა.

ვიზიტორების უმრავლესობა - 36.6%, 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 57.5%-ს შეადგენდა.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 36% თბილისის მცხოვრებია, 15.9% მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 9.5% - აჭარის ა/რ-ზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები შედარებით დაბალი წილებით არის წარმოდგენილი.

რაც შეეხება შიდა ტურიზმის მიზნებს, საქსტატის თანახმად, 2025 წლის მეორე კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (51.8%) განხორციელდა მეგობრების/ნათესავების მონახულების მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა იმერეთის რეგიონსა (საშუალოდ 385.8 ათასი ვიზიტი თვეში) და თბილისში (საშუალოდ 363.2 ათასი ვიზიტი თვეში).





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics