14:14 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 13:58:38, 953 ნახვა

მსოფლიო
ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ეგვიპტელი ქრისტიანი მოკლეს

„ისლამურ სახელმწიფოსთან“  დაკავშირებულმა ლიბიელმა ჯიჰადისტებმა 21 ქრისტიანი ეგვიპტელი მოკლეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბი-ბი-სი“ ავრცელებს.

ჯიჰადისტებმა ქრისტიანებისთვის თავის მოკვეთის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტით გაავრცელეს.

ვიდეომასალაში ჯიჰადისტების ერთ-ერთი ლიდერი ასე მიმართავს  ქრისტიანულ სამყაროს- „ჯვაროსნებს უსაფრთხოებაზე მხოლოდ ოცნება შეგიძლიათ”.

ამასთან, ქრისტიანების სიკვდილით დასჯას ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ჰათაჰ ალ სისი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თუ ვიდეოს უტყუარობა დადასტურდა, ეგვიპტე შურს იძიებს ჯიჰადისტებზე.

მან ასევე, მოქალაქეებს ლიბიაში გამგზავრებისგან თავის შეკავება ურჩია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics