00:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-03 18:16:57, 1870 ნახვა

კომენტარი
სახალხო დამცველის ახალი მოადგილე - მე და ალეკო ელისაშვილი ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ეს უხერხულობას არ მიქმნის

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მოადგილეების პოსტზე ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე წარადგინა.

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია.

ნათია ჯულუყიძის თქმით, ის და ალეკო ელისაშვილი ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან, მაგრამ ის ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, ვინაიდან, მან შემოთავაზება სახალხო დამცველისგან მიიღო, რომელიც არის ლევან იოსელიანი და მასთან არანაირი ნათესაური კავშირი არ აქვს.

"კი, მე და ალეკო ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ, ალეკო არის ჩემი ბიძა, ბიძად მეკუთვნის, მისი დისშვილი ვარ, უხერხულობას არ მიქმნის ის, რომ ჩემი ნათესავი მოქმედი პარლამენტის წევრია, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს სახალხო დამცველის აპარატთან. მე უბრალოდ პარტიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი, მე მანამდე, ლევანთანაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი.

მე შემოთავაზება სახალხო დამცველისგან მივიღე, რომელიც არის იოსელიანი, რომელთანაც არანაირი ნათესაური კავშირი არ მაქვს", - განაცხადა ჯულაყიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics