14:26 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-04 14:27:45, 766 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ ლეჟავა: სუბსიდირებით ბიუჯეტიც დაინგრევა და ენერგოსისტემაც

„ენერგოსისტემის ტარიფების სუბსიდირებით ბიუჯეტიც დაინგრევა და ენერგოსისტემაც“, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსთან“ საუბარში თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ ლეჟავამ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფების სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. 

ლეჟავას შეფასებით, სუბსიდირება უსამართლო სისტემაა. 

„ზოგადად სუბსიდია ენერგოსისტემას ანგრევს. სახელმწიფო სუბსიდიით, პირველ რიგში, ის სარგებლობს, ვინც მეტს მოიხმარს. შესაბამისად, ეს უსამართლო სისტემაა იმიტომ, რომ მეტს მოიხმარს ის, ვისაც მეტი ეკონომიკური კეთილდღეობა აქვს. გამოდის, რომ ღარიბები უფრო მდიდრებს აფინანსებენ. ეს ზრდის ენერგორესურსების მოხმარებასაც, რადგან „იაფი“ ენერგორესურსი თუ მისი არარაციონალური მოხმარება ხდება, არასწორი სიგნალია ბაზრისათვის. ასევე, სუბსიდირება კომპანიებს ინვესტირების სურვილს უსპობს, რადგან ისინი არამხოლოდ აბონენტზე, არამედ სახელმწიფოზეც არიან დამოკიდებული. სახელმწიფოზე დამოკიდებულება კი არაპროგნოზირებას ხდის მათ საქმიანობას და ინვესტიციებში ხელი ეშლებათ“, - განაცხადა ვახტანგ ლეჟავამ. 

რაც შეეხება კომერციული აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის სუბსიდირებას, ლეჟავას შეფასებით, ეს როგორც ეკონომიკურად, ასევე სამართლებრივად არასწორია, რადგან კონკრეტული პირის მიხედვით სუბსიდირება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

სექტემბრიდან ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაზრდის საკითხს, ლეჟავას განცხადებით, ტარიფი აუცილებლად უნდა გაიზარდოს. 

„ვფიქრობ, ის მიზეზი, რის გამოც „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სემეკს ტარიფის გადახედვის თხოვნით მიმართა, ობიექტურია. აუცილებელია, რომ ელექტროენერგიის სწორი ფასი დადგინდეს. ხოლო ვისთვისაც ეს ტარიფი განსაკუთრებით მძიმე იქნება, ანუ დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისათვის, სწორედ სუბსიდიის რესურსებიდან უნდა გამოიყოს მათთვის ვაუჩერის გასაცემად თანხები. ენერგოსისტემის ტარიფების სუბსიდირებით ბიუჯეტიც დაინგრევა და ენერგოსისტემაც. ტარიფი თუ გაიზრდება და დახმარება ექნებათ მხოლოდ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, მაშინ შესაძლოა ბიუჯეტიც გადარჩეს და ენერგოსისტემაც“, - აღნიშნა თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა.

შეგახსენებთ, პირველი მაისიდან ბუნებრივი აირის ტარიფი კომერციული აბონენტებისთვის არ გაძვირებულა, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებას კვლავ აგრძელებს. ენერგეტიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა კახა კალაძემ ასევე არ გამორიცხა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სექტემბრიდან მოსახლეობისთვის და კომერციული სუბიექტებისთვის ელექტროენერგია გაძვირდება,  მთავრობამ ამ ტარიფის სუბსიდირებაც მოახდინოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics