14:28 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 15:09:52, 616 ნახვა

ეკონომიკა
"თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ 2015 წლის 9 მარტიდან დაფუძნდება

თბილისის მთავრობამ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“  წესდება დაამტკიცა.  
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება მთავრობის სხდომაზე მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი ბერეკაშვილმა წარადგინა.
განკარგულების  მიხედვით, "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“  2015 წლის 9 მარტიდან დაფუძნდება.  

"საკრებულოს სხდომაზე განხილვისა და მოწონების შემდეგ დღეს იქნა წარმოდგენილი  განკარგულების პროექტი, რომლითაც შეთავაზებული იყო "თბილისის მეწარმეობის  ხელშეწყობის ცენტრის" დაფუძნება. პროექტი თბილისის მთავრობამ მოიწონა. შესაბამისად, 9 მარტიდან ამოქმედდება მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, რომელიც  მეწარმეებისთვის კონკრეტულ პროექტებს შეიმუშავებს. მისი დაფინანსება მერიის ბიუჯეტის გარდამავალი ნაშთიდან მოხდება და მისი დაფუძნების გამო თანხა არ მოაკლდება პროგრამული ბიუჯეტით გათვალიწინებულ მნიშვნელოვან პროექტს", - განაცხადა ირაკლი ბერეკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics