17:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 12:31:40, 914 ნახვა

კომენტარი
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: ხურჩაში მომხდარი მკვლელობის ჩამდენებმა პასუხი უნდა აგონ

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, ალქსანდრა ჰოლ ჰოლი სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას ეხმაურება.

როგორც ელჩმა განაცხადა, უმნიშვნელოვანესია, დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხი აგონ.

"შოკირებული და შეწუხებული ვარ ხუთშაბათს სოფელ ხურჩაში მომხდარი ფაქტით, რომელმაც გიგა ოთხოზორიას სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებ ბატონი ოთხოზორიას ოჯახს და ახლობლებს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამის ჩამდენებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე და სიმშვიდე აღდგენილ იქნას. ამგვარი ინციდენტები ხაზს უსვამს ისეთი დისკუსიის ფორმატის არსებობის აუცილებლობას, როგორიცაა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი”, - განაცხადა ალექსანდრა ჰოლ ჰოლიმ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, სოფელ ხურჩასთან გიგა ოთხოზორიასა და ე.წ. მესაზღვრეეებს შორის შელაპარაკება მოხდა. ერთ-ერთმა "მესაზღვრემ" ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მიღებული დაზიანებების შედეგად გიგა ოთხოზორია გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics