02:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-25 14:22:52, 607 ნახვა

ეკონომიკა
კვირიკაშვილი: 2-3 თვის განმავლობაში 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას შევძლებთ

„ობიექტების პრივატიზებით, ვფიქრობ, 2-3 თვის განმავლობაში 300-350 მილიონი დოლარის მობილიზებას შევძლებთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება სერიოზულ ნაბიჯებს გადადგამს ბიზნესისა და ინვესტიციებისა ხელშეწყობის მიმართულებით.

„ბიზნეს წარმომადგენლებთან ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა იყო. საუბარი იმ გეგმებზე გვქონდა, რომელიც მიმართული იქნება სავალუტო დისბალანსის დასაბალანსებლად. მოკლე ვადიან პერიოდში სიტუაცია, რომ გამოსწორდეს, დაგეგმილია რიგი პროექტების განხორციელება. შეხვედრაზე რამდენიმე პროექტმა დაინტერესებაც გამოიწვია“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრმა ასევე საპრივატიზაციო ობიექტებიც დაასახელა, ესენია : ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, ეკონომიკის სამინისტროს შენობა, წყნეთის სამთავრობო აგარაკები და ბობოყვათის საპრეზიდენტო აგარაკი.

 „საუბარია ობიექტებზე, ყოფილი ეროვნული ბანკის შენობა, ეკონიმიკოს სამინისტროს შენობა, ჩვენ გვაქვს საშუალება გამოვიცვალოდ ადგილი და აქ აშენდეს სასტუმროს დანიშნულების შენობა, ასევე ბობოყვათის რეზიდენცია, წყნეთში სამთავრობო აგარაკების ტერიტორია, არის მნიშნელოვანი პროექტები, რომლებიც ლარის კურსს მნიშნელოვნად დაასტაბილურებს.უახლოეს პერიოდში  ვგეგმავთ ასევე ლატარიის გამართვისთვის საჭირო იცენზიის გამოტანას.აღნიშნული ობიექტების პრივატიზებით, ვფიქრობ, 2–3 თვის განმავლობაში ჩვენ შევძლებთ 300–350 მლნ დოლარის ბოლიზიებას.გარდა ამისა, გვექნება სერიოზული ნაბიჯები საკანონმდებლო კუთხით ბიზნესისა და ინვესტიციებისადმი ხელშეწყობის მიმართულებით.  საფუძველი გვაქვს ვიყოთ რეალისტები, რომ ეს პროექტები აუცილებლად შედეგს გამოიტანს. ჩვენ ველოდებით ლარის კურსი დასტაბილურებისკენ წავიდეს ამ ქმედებების განხორციელების შედეგად“, - აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics