2016-03-19 10:01:22, 1124 ნახვა
მსოფლიო
როსტოვში ავიაკატასტროფას 62 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, როსტოვში სამგაზავრო თვითმფრინავის კატასტროფას 62 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 55 მგზავრია.
BBC-ს ინფორმაციით, თვითმფრინავმა კატასტროფა მოსკოვიდან სამხრეთით, დაახლოებით 1000 კილომეტრში დაშვებისას განიცადა.
თვითმფრინავი დუბაიდან როსტოვის მიმართულებით ასრულებდა რეისს. კატასტროფა ადგილობრივი დროით 03:50 საათზე მოხდა.
ამ დროისთვის ჩამოვარდნის მიზეზი დაადგენილი არ არის, თუმცა ერთ-ერთ ფაქტორად ძლიერი ქარი და ცუდი ხილვადობა განიხილება.
როსტოვის გუბერნატორის განცხადებით, რომ ყველა მგზავრი რუსეთის მოქალაქეა. კიდევ ერთი ოფიციალური პირის თქმით, მგზავრების სიაში 3 უცხოელი იყო, მაგრამ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან