13:28 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 11:09:36, 1167 ნახვა

მსოფლიო
ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა

ნიკოლა სარკოზის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე აღიძრა. საქმე ისევ საპრეზიდნეტო კამპანიის დაფინანსებას ეხება. საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დაკითხვაზე პარიზის სასამართლოში 12 საათი გაატარა.

როგორც საფრანგეთის პროკურატურაში ამბობენ, სააგენტო, რომელიც 2014 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში სარკოზის შტაბს ემსახურებოდა, მომსახურებისთვის განკუთვნილი თანხის ლიმიტს აჭარბებდა, რისი დაფარვის მიზნითაც ანგარიშს ყოფილი პრეზიდენტის შტაბის ნაცვლად, პირდაპირ მმართველი პარტიის სახელზე აგზავნიდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გამოძიება ნიკოლა სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას შეუშლის ხელს.

ცნობისთის, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2017 წელსაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ სარკოზიმ კამპანია ოფიციალურად გახსნილად ერთი თვის წინ გამოაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics