23:50 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-31 20:55:08, 566 ნახვა

დავით ბაქრაძე - ყველა ეზგიტპოლი აჩვენებს, რომ სურათი ძალიან აჭრილია, შესაძლოა, თითოეული პროცენტი გადამწყვეტი აღმოჩნდეს

ყველა ეზგიტპოლი აჩვენებს, რომ სურათი ძალიან აჭრილია, დღეს გვაქვს ისეთი კონფიგურაცია, რომ თითოეული პროცენტი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეგზიტპოლის შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში.

„როგორც უკვე საზოგადოებამ იცით, გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში და აქ მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლებს. საუბარია „ედისონზე“, „იფსოსზე“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე. მეორე - ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას.

ამიტომ, ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება ასეთ პირობებში, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მინდა მივმართო „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრს და დამკვირვებელს უბნებში, ოლქებში, ცესკოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს მუშაობას, უნდა ვიყოთ ბოლომდე უბნებზე, ვიბრძლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაიდება ოფიციალური მონაცემები, ჩვენ გავაკეთებთ შემდგომ განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით. ყველა ეზგიტპოლი აჩვენებს, რომ სურათი არის ძალიან აჭრილი და დღეს გვაქვს ისეთი კონფიგურაცია, რომ თითოეული პროცენტი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს იმის განსაზღვის დროს, თუ საით მხარეს არის ხელისუფლება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics