14:21 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 13:54:53, 1091 ნახვა

კომენტარი
გიორგი კვირიკაშვილი: ვმუშობთ, რომ მცხეთიდან ავტობანი ვლადიკავკაზამდე გაგრძელდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე ბიზნების წარმოამდგენლებთან ქვეყანაში არსებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი გზების მშენებლობა იგეგმება. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობლისას იგეგმება, რომ გზა ვლადიკავკაზამდე მივიდეს.

გარდა ამისა, კვირიკაშვილმა აღნიშნა, 4 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალისა და  თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანის მშენებლობლობა იგეგმება.

“4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ დავასრულოთ აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, სარფიდან დაწყებული წითელ ხიდამდე და სადახლომდე. ასევე ავაშენოთ თბილისიდან ლაგოდეხის მიმართულებით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი ავტობანი.

გარდა ამისა, მცხეთა-ლარსის გზის მშენებლობას - ინჟინრები მუშაობენ  ალტერნატიულ გადაწყვეტაზეც. ვფიქრობთ, რომ ეს გზა მთლიანად ავაცილოთ დევდორაკის მონაკვეთს, სადაც ყოველწლიურად პრობლემები იქმნება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, კვირიკაშვილის განცხადებით, დაგეგმილია ქუთაისიდან ცაგერის და ლენტეხის გავლით სვანეთისკენ, გზა გვირაბების მეშვეობით გზის გაყვანა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics