00:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-08 10:59:46, 1058 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთში გლოვის დღეა გამოცხადებული

„საფრანგეთში 8 იანვარი გლოვის დღედ არის გამოცხადებული“,-ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტიმა  ფრანსუა ოლანდმა განაცხადა. 

მისივე თქმით, სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უწყების ყველა შენობაზე საფრანგეთის დროშები დაშვებული იქნება.

„დღეს ისინი ჩვენი გმირები არიან“, - განაცხადა ოლანდმა.

ამასთან, გარდაცვლილთა ოჯახების მხარდასაჭერად, აქციები პარალელურად საფრანგეთის სხვადასხვა  ქალაქში გაიმართა და არსებული ინფორმაციით,  მასში  35 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.  

აქციის მონაწილეებს ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ წარწერით „მე შარლი ვარ“.  ასევე    ტრაგედიის ადგილას,  მოსახლეობას ყვავილები მთელი ღამის განმავლობაში  მიჰქონდა და გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლებს ანთებდნენ.

პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარის  შესახებ ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით  დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.

ცნობილია, რომ  ჟურნალ „Charlie Hebdo“-მ ინციდენტამდე ერთი საათით ადრე  ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე  "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის აბუ ბაკრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics