14:28 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-09 15:25:26, 1052 ნახვა

სპორტი
ეკა ბესელია: დაზღვევის მექანიზმი, რომ მომავალში პოლიციელმა დანაშაული არ ჩაიდინოს, არ არსებობს

პოლიციელის თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელის დაზღვევის მექანიზმი, რომ მომავალში დანაშაული არ ჩაიდინოს, არ არსებობს,-ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ იური ვაზაგაშვილის საქმეზე ბრალდებულ პოლიციელთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა.
ბესელიას თქმით, როგორც ირკვევა, პიროვნება, რომელიც დღეს იური ვაზაგაშვილის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი, წინა წლებში რაიმე  დანაშაულებრივ ქმედებები არ იმხილებოდა.
აქედან გამომდინარე, ბესელია მიიჩნევს, რომ თავის დროზე სისტემიდან მისი გაშვების საუძველი თუკი არ არსებობდა, ვარაუდით ვერ გაათავისუფლებდნენ.
რაც შეეხება თავად იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტს, ეკე ბესელია ამბობს, რომ მას ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფრო შემზარავი ფორმა არ ახსენდება.
"ყურადღებით ვაკვირდებოდი  განცხადებებს და ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკითაა დაკავებული,  ამბობდა, რომ პიროვნება, რომელსაც დღეს ბრალი აქვს წარდგენილი იური ვაზაგაშვილის  მკვლელობაში, წინა წლებში არ იმხილებოდა  რაიმე დანაშაულებრივ ქმედებაში. ამიტომ, მისი თავის დროზე სისტემიდან გაშვების და გათავისუფლების  საფუძველი თუარ არსებობდა, მხოლოდ ვარაუდით ამ გადაწყვეტილების მიღება  არ იქნებოდა სწორი. შესაბამისად, ის რომ მომავალში დააზღვიო ნებისმიერი საჯარო მოხელე, პოლიციელი,  თუ სხვა პროფესიის წარმომადგენელი, რომ დანაშაული  არ ჩაიდინოს, ასეთი დაზღვევის მექანიზმი უბრალოდ  არ არსებობს, ანუ გაცილებით მძიმე იქნებოდა მოცემულობა თუკი ამ დანაშაულისთვის ბრალი წარედგინებოდა ადამიანს, რომელიც სხვა დანაშაულებრივ ფაქტებში იქნებოდა მხილებული და როცა ასეთი კითხვები არ არსებობდა, ბუნებრივია, ეს სისტემაში იქნებოდა  და თან  არ ჰქონდა მას ძალიან საპასუხისმგებლო პოზიცია, ერთ-ერთი რიგითი პოზიცია ეკავა. თუმცა თავისთავად დანაშაულის სიმძიმე ისეთია, რომ მე უფრო შემზარავი ფორმა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის  არ მახსენდება",-განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics