14:40 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 12:34:16, 828 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი: უკრაინაში ნატოს ლეგიონია მობილიზებული

„უკრაინაში მობილიზებულია უცხოური, კონკრეტულად კი ნატოს ლეგიონი“,-ამის შესახებ  რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. 

პუტინის განცხადებით, უკრაინას არ სურს კრიზისის მშვიდობიანად მოგვარება.

„სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლებას არ სურს   კრიზისის მშვიდობიანად გადაჭრა. ჩვენ ხშირად ვახსენებთ უკრაინის არმიას, თუმცა რეალურად იქ არიან შეიარაღებული ძალების ოფიციალური დივიზია და ე.წ. მოხალისეთა ნაციონალისტური ბატალიონი. ეს კი უცხოურ, კონკრეტულად კი ნატოს ლეგიონს წარმოადგენს“,-განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლო დაპირისპირება გრძელდება უკრაინელ სამხედრო პირებს და პრორუს სეპარატისტებს შორის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics