13:19 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-20 23:06:29, 987 ნახვა

Lifestyle
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მე იური ვაზაგაშვილი ვარ

„საქართველოს გზის" საპატიო თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილი იური ვაზაგაშვილის მკვლელობას „ფეისბუქის" გვერდზე ეხმაურება.

„პირველი სიტყვით გადმოუცემელი შოკის შემდეგ მოდის კითხვების ნიაღვარი: ვის აწყობს საქართველოში აბსოლუტური უსამართლობა და გაუთავებელი ოცწლეული დაუსჯელობა, სიმართლის არასოდეს დადგენა ....რაც გვაიძულებს ჩვენ ერთ წრეში ტრიალს და ერთი ადგილის ტკეპნას?

ვის აქვს ესოდენ კარგად შესწავლილი ქართული პსიხოტიპი რომ 9 აპრილის მხეცობის არ იყოს, ან კიდევ რამდენიმე ასეთი შემზარავი მოვლენის მსგავსად, იცის წინასწარ რომ საფლავის შეურაცხყოფა, მამაშვილის ურთიერთობის გაბილწვა ამგვარი სიკვდილით, სამართალისთვის მებრძოლე ადამიანის ასე ბოროტად "ჩაკვლა"..... ეს ყველაფერი წარმოადგენს იმას რაზედაც ქართველი (თუ კი ის ცოტათი მაინც ქართული კულტურის მატარებელად რჩება) არ შეიძლება არ გამოვიდეს წყობიდან ! ანუ ვიღაცას განზრახული აქვს ქართულ საზოგადოების აღრევა, ისეთი დარტყმის მიყენებით, რომელზე წყნარი და მოზომილი პასუხი არ არსებობს.... ვიღაცას ესმის რომ ეს სუსტი და უსუსური მთავრობა ამ ვნებათაღელვას ალბათ ვერ მოერევა და ვერ გაუმკლავდება ! ვიღაცა გეგმავს რომ ამ შემზარავი ფაქტით ისევ ჩაგვითრიოს იქ საიდანაც ჯერაც ვერ გამოვსულვართ : ურთიერთ ეჭვების, ურთიერთ სიძულვილის, დაქსაქვის, არეულობის, ქვეყნის დაშლის ჯადოსნურ (თუ უფრო სწორედ ეშმაკურ) ჩაკეტილ წრიდან!

დღეს მე იური ვაზაგაშვილი ვარ, მაგრამ ამავდროულად საქართველო ვარ! საქართველო რომელიც უზარმაზარ საფრთხის წინაშე დგას !", - წერს ზურაბიშვილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics